Select Page

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსამხურმა მიმდინარე წლის 23 მაისს შეხვედრა გამართა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან.

ელენე მიროტაძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.