,,მალე სურათიდან რეალობამდე”..
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აგრძელებს შეხვედრებს.მიმდინარე წლის 01 მაისს, კომუნიკაციების ომბუდსმენი გვანცა ჩხეიძე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ ლევან მგალობლიშვილს, მთავრობის აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ბატონ ბეჟან ნემსაძეს და აპარატის თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სამსახურის საქმიანობას და მიიღეს ინფორმაცია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ბატონმა ლევან მგალობლიშვილმა კომუნიკაციების ომბუდსმენს, სამახსოვროდ სოხუმის პორტის ფოტო გადასცა წარწერით: “მალე სურათიდან რეალობამდე”.
აღნიშნული ფოტო ომბუდსმენის სამსახურში საპატიო ადგილს დაიკავებს.
სამსახური კიდევ ერთხელ მადლობას უხდის აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს და აპარატის თითოეულ თანამშრომელს.