მიმდინარე წლის 6 მაისს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა ონლაინ შეხვედრა გამართა ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებთან.

სოფიო ჯაფარიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალ სხვა საკითხები.