2022 წლის 10 ივნისს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა, გვანცა ჩხეიძემ სასტუმროში რუმსი – თბილისი“   სამსახურის 2020-2021 წლის  საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

პრეზენტაციაზე ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: სატელეკომუნიკაციო სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროება, მომხმარებელთა დროული ინფორმირების მნიშვნელობა, სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხარისხის კონტროლის აუცილებლობა. აღსანიშნავია, რომ სამსახურში შემოსული 971 საჩივრიდან, 807 დაკმაყოფილდა.

ანგარიშის პრეზენტაციაზე, გვანცა ჩხეიძემ შეაჯამა 2021 წელს მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით განხორციელებული შემდეგი ღონისძიებები:

  1. 2021 წლის საქმიანობის ანგარიში;
  2. მომხმარებელთა საჩივრების სტატისტიკა და რეაგირების შედეგები;
  3. სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული გამოწვევები;
  4. საზოგადოებრივი დამცველის რეკომენდაციები;
  5. მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით 2022 წელს დაგეგმილი ღონისძიებები.