Select Page

12 მარტს, საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მომხმარებელთა დაცვის III საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ერთ-ერთი მთავარი ყურადღება ეთმობა – შშმ პირების და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების აქტიურ ჩართულობას და მათთვის ინფორმაციის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.