მიმდინარე წლის 25 ნოემბერს გვანცა ჩხეიძემ იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

“იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში”, გაცნობითი ხასიათს ატარებდა და მიზნად ისახავდა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას სატელეკომუნიკაციო სფეროში.

გვანცა ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.