მიმდინარე წლის 7 დეკემბერს კომუნიკაციების ომბუდსმენმა ონლაინ შეხვედრა გამართა საქართველოს იუსტიციის სახლის წარმომადგენლებთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის: თბილისის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელი/ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, აჭარის, იმერეთის იუსტიციის სახლის თანამშრომლები.

შეხვედრა მიზნად ისახავდა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას. ომბუდსმენმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები