Select Page

კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა 2026 წლის 6 მარტს შეხვედრები გამართა თბილისი 24-ე  და 150-ე საჯარო სკოლების უფროსკლასელებთან, სადაც მოსწავლეებს დეტალურად გააცნეს სამსახურის საქმიანობა და მისი როლი ტელეკომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვაში. შეხვედრის მიზანი იყო მომავალი თაობის ცნობიერების ამაღლება, მათთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და ინფორმირებული მოქალაქეობის მნიშვნელობის ხაზგასმა.

პრეზენტაცია ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მოსწავლეებმა აქტიურად დასვეს კითხვები ყოველდღიურ პრაქტიკასთან დაკავშირებულ თემებზე — როგორ უნდა მოიქცნენ არასამართლიანი პირობების შემთხვევაში, რა არის მათი უფლებები მობილური და ინტერნეტმომსახურების მიღებისას და ვის უნდა მიმართონ პრობლემის წარმოშობისას. წარმომადგენლებმა კონკრეტული მაგალითების საშუალებით აუხსნეს ახალგაზრდებს, რომ ინფორმირებულობა არის მათი უფლებების დაცვის მთავარი ინსტრუმენტი.