მიმდინარე წლის 5 მარტს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში “იცნობდე შენ უფლებებს კომუნიკაციების სფეროში”, თბილისის 29-ე და 30-ე საჯარო სკოლებს ეწვია.
დამცველის სამსახურის წარმომადგენლებმა, უფროსკლასელებს დეტალურად გააცნეს სამსახურის საქმიანობა და მისი როლი ტელეკომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვაში.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სამსახურის საქმიანობას და მიიღეს ინფორმაცია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ.
პრეზენტაცია ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მოსწავლეებმა აქტიურად დასვეს კითხვები ყოველდღიურ პრაქტიკასთან დაკავშირებულ თემებზე, რაზედაც სამსახურის წარმომადგენლებმა კონკრეტული მაგალითებზე დაყრდნობით ამომწურავად უპასუხეს.






