კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა 2026 წლის 20 თებერვალს შეხვედრები გამართა თბილისის 70-ე და 72-ე საჯარო სკოლების უფროსკლასელებთან, სადაც მოსწავლეებს დეტალურად გააცნეს სამსახურის საქმიანობა და მისი როლი ტელეკომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვაში. შეხვედრის მიზანი იყო მომავალი თაობის ცნობიერების ამაღლება, მათთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და ინფორმირებული მოქალაქეობის მნიშვნელობის ხაზგასმა.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სამსახურის საქმიანობას და მიიღეს ინფორმაცია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ








