2025 წლის 19 დეკემბერს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს და სამინისტროს აპარატის თანამშრომლებს შეხვდა.
კომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ, შეხვედრაში მონაწილე პირებს, გააცნო სამსახურის საქმიანობა, არსებული მიღწევები და გამოწვევები.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სატელეკომუნიკაციო სფეროს მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე და ამ მიზნით სამსახურის პროექტების – „იცნობდე შენ უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ და „მოგზაური ოფისის“ დანიშნულებაზე.
ასევე, გაზიარებულ იქნა ინფორმაცია დარგში არსებული მომხმარებელთა უფლებების, კომპანიების ვალდებულებებს, საჩივრის/განცხადების განხილვის წესებისა და ვადების შესახებ.
ყურადღება გამახვილდა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების კუთხით სამომავლოდ განსახორციელებელი ერთობლივი აქტივობების თაობაზე.






















