Select Page

ფიზიკურ პირ კ.კალაძის საჩივრისა და ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენის,  თამთა ტეფნაძის მიმართვის საფუძველზე, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მიმდინარე ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,მაგთიკომისწინააღმდეგ მორიგებით დასრულდა.

მომხმარებლის საჩივარი შეეხებოდა კომპანიის მიერ მის სარგებლობაში არსებული სააბონენტო ნომრის ჩამორთმევის კანონიერებას. აღნიშნულ საქმეში მომხმარებელი ასევე დავობდა ინდივიდუალური ფორმის დაცვით, წინასწარი ინფორმირების გარეშე კომპანიის მხრიდან მომსახურების შეზღუდვისა და შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით. მომხმარებელი ასევე სადავოს ხდიდა მომსახურების მიწოდების პროცესში წერილობითი ხელშეკრულების არ არსებობას, რის გამოც არ ჰქონდა სათანადო ინფორმაცია მომსახურების პირობების შესახებ, ასევე,  ამ პირობების დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების თაობაზე.

კომისიის 2017 წლის 9 თებერვლის სხდომაზე საკითხის განხილვისას კ.კალაძის წარმომადგენელმა მოითხოვა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა იმ მოტივით, რომ მხარეებს შორის შედგა მორიგება. დღევანდელი მდგომარეობით კომპანია „მაგთიკომმა“ უზრუნველყო კ.კალაძისათვის  სადავო ნომრის დაბრუნება, ასევე, მობილური მომსახურების შესახებ მომხმარებელთან წერილობითი ხელშეკრულების დადება.