მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს.
მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს შეხვედრა გაიმართა საქართველოს უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლებთან.
სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინეს ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის და ორგანიზაციასთან საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.