2015 წლის 12 აგვისტოს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა დაბა ყაზბეგში რიგითი რეგიონული შეხვედრა გამართა – “იცოდე შენი უფლებები”
შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ინფორმირება ციფრულ საეთერო მაუწყებლობასა და სატელეკომუნიკაციო დარგში მომხმარებელთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწეებმა დამსწრე აუდიტორიას წარუდგინეს ინფორმაცია სამსახურის მიერ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, 2014 წელს განხორციელებული აქტივობებისა და 2015 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ასევე, მომხმარებლებს გააცნეს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა.
25 აგვისტოდან ყაზბეგის რეგიონში შეწყდება ანალოგური სიგნალის მიწოდება და გადავა ციფრულ მაუწყებლობაზე. მომხმარებლებში დიდი ინტერესი გამოიწვია მიგრაციის პროცესთან დაკავშირებულმა ცვლილებებმა. დაისვა აქტუალური და მწვავე შეკითხვები. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან ამომწურავად გაეცა პასუხი ყველა შეკითხვას.