2024 წლის 17 ივლისს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა – გვანცა ჩხეიძემ სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
პრეზენტაცია გაიმართა სასტუმროში “Swissotel Tbilisi”, სადაც ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა საზოგადოებას გააცნო სამსახურში მომხმარებელთა მომართვიანობის მზარდი მაჩვენებელი და სამსახურის რეაგირების შედეგები.
2023 წელს სამსახურში შემოვიდა 1572 საჩივარი, საიდანაც 1438 სრულად დაკმაყოფილდა.
პრეზენტაციაზე ყურდაღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე:
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული გამოწვევები;
საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის სამონიტორინგო და სარეკომენდაციო მიმართულებით გაწეული სამუშაოები;
მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით 2024 წელს დაგეგმილი ღონისძიებები.
შეხვედრას ესწრებოდნენ მარეგულირებელი ორგანოს, კომუნიკაციების კომისიის აპარატის თანამშრომლები, ენერგოომბუდსმენის სამსახურის, ტელეკომუნიკაციების დარგში მოღვაწე ორგანიზაციების, პარლამენტის, სასამართლოს, ადვოკატთა ასოციაციის, მედიატორთა ასოციაციის, საჯარო უწყებების, სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების, პრესისა და მედიის წარმომადგენლები.