მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა, მიმდინარე წლის 11 აპრილს, საინფორმაციო აქტივობის ფარგლებში, “იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში”, მორიგი შეხვედრა გამართა “ედისონის სახელობის სკოლა ნოვაციის” უფროსი კლასის მოსწავლეებთან.
შოთა შაფაქიძემ მოსწავლეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.