Select Page

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, ქ.თბილისის საჯარო სკოლებში განაგრძობს საინფორნაციო შეხვედრებს.

მიმდინარე წლის 2 აპრილს, კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა შეხვედრა გამართა ქ. თბილისის 127-ე საჯარო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებთან.

შოთა შაფაქიძემ მოსწავლეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.