მიმდინარე წლის 18 მარტს, კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა შეხვედრა გამართა ქ. თბილისის 89-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.
პრეზენტაციისას მოსწავლეებს წარედგინათ ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. გაეცვნენ კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებებს, კომპანიების ვალდებულებებს, საჩივრის/განცხადების განხილვის წესებს და ვადებს, აგრეთვე დარგში შემავალ სხვა საკითხებს.