მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური განაგრძობს საინფორმაციო შეხვედრებს, ქალაქ თბილისის საჯარო სკოლების უფროს კლასელებთან და პედაგოგ /მასწავლებლებთან.
მიმდინარე წლის 6 მარტს, კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა შეხვედრა გამართა ქ. თბილისის 94-ე საჯარო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებთან.
ბელა დეველაშვილმა მოსწავლეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.