მიმდინარე წლის 6 მარტს, კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა შეხვედრა გამართა ქ. თბილისის 72-ე საჯარო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებთან.
ბელა დეველაშვილმა მოსწავლეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.