მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური განაგრძობს საინფორმაციო შეხვედრებს, ქალაქ თბილისის საჯარო სკოლების უფროს კლასელებთან და პედაგოგ /მასწავლებლებთან.
მიმდინარე წლის 28 თებერვალს, კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ შეხვედრა გამართა ქ. თბილისის 124-ე საჯარო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებთან. საზოგადოებრივმა დამცველმა მოსწავლეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.