მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა შეხვედრა გამართა ქ. თბილისის 155-ე საჯარო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებთან.
შოთა შაფაქიძემ წარადგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ.
შეხვედრის მონაწილეებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.