მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, განაგრძობს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს, -“იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში”, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან.
მიმდინარე წლის 28 ნოემბერს, სამსახურმა შეხვედრა გამართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ქ. თბილისის 123-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან და პედაგოგებთან.
გვანცა ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. შეხვედრის მონაწილეებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.