მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, განაგრძობს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს, -“იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში”, თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან.
მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, სამსახურმა შეხვედრა გამართა ქ. თბილისის 54-ე და 151-ე საჯარო სკოლების უფროსკლასელებთან და პედაგოგებთან. კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ.
შეხვედრის მონაწილეებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.