მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა ქ. თბილისის 221-ე საჯარო სკოლაში.
შოთა შაფაქიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ.
მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.