მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა შეხვედრა გამართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების წარმომადგენლებთან.
ბელა დეველაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ.
მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.