Select Page

მიმდინარე წლის 23 მაისს მოხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა შეხვედრა გაიმართა ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან.

სოფო ჯაფარიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.