Select Page

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური განაგრძობს საინფორმაციო შეხვედრებს საჯარო სკოლების მოსწავლეებთან და პედაგოგებთან.

მიმდინარე წლის 23 მაისს შეხვედრა გაიმართა თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან.

სოფო ჯაფარიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.