Select Page

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსამხურმა მიმდინარე წლის 22 მაისს შეხვედრა გამართა ვანის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან.

ომბუდსმენმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.