Select Page

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსამხურმა მიმდინარე წლის 17 მაისს შეხვედრა გამართა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან.

ომბუდსმენმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.