Select Page

კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახური მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით აქტივობის “იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში” განაგრძობს მომხმარებლებთან აქტიურ შეხვედრებს.

კომუნიკაციების ომბუდსმენს მიმდინარე წელს დაგეგმილი აქვს საქართველოს მაშტაბით საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრა.

მიმდინარე წლის 8 მაისს გვანცა ჩხეიძემ შეხვედრა გამართა ქ. თბილისის 105-ე და 182-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან.

საზოგადოებრივმა დამცველმა მოსწავლეებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.