![]()
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, აგრძელებს შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში.
![]()
2022 წლის 30 ნოემბერს, სოფიო ჯაფარიძე. ელენე მიროტაძე და გიორგი ხუნდაძე ქალაქ სიღნაღის ეწვივნენ და მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
სოფიო ჯაფარიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ.
![]()
მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.






