Select Page

“იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში” -აქტივობის ფარგლებში, მიმდინარე წლის 16 ივნისს, გვანცა ჩხეიძე 👉საქართველოს მელიორაციის; 👉გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და 👉დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.

კომუნიკაციების ომბუდსმენმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.