Select Page

მიმდინარე წლის 6 ივნისს, კომუნიკაციების ომბუდსმენი გვანცა ჩხეიძე და ომბუდსმენის სამსახურის წარმომადგენელი, სოფიო ჯაფარიძე, ქ. ოზურგეთში მსოფლიო ბანკის Log-in Georgia პროექტის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაინტერესებულ მხარეების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის: შემოქმედის, ბოხვაურის, ცხემლისხიდის, ბახვის, ვაკიჯვარის, ასკანის, მთისპირის, დაბა ნასაკირალის, დვაბზუს, ძიმითის, ნაგომრის, მელექედურის, ბაილეთის, სილაურის,ჯუმათის, სოფელ ოზურგეთის, თხინვალის, კონჭკათის, ლიხაურის, ჭანიეთის, მაკვანეთის, დაბა ლაითურის, დაბა ნარუჯის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე საზოგადოებრივმა დამცველმა ისაუბრა კომუნიკაციის სფეროს მომხმარებელთა უფლებებზე და მათი დაცვის მექანიზმებზე. გააცნო მათ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.

შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში. დასმული შეკითხვების უმეტესი ნაწილი შეეხო ინტერნეტის პირველადი ჩართვის საკითხს.

ამავე დღეს გვანცა ჩხეიძემ შეხვდა გამართა ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროთან ლელა იმედაშვილთან, სადაც დამცველის ინტერესის ძირითად საგანს წარმოადგენდა მუნიციპალიტეტში ზოგადსაგანმანათლებლო სექტორისთვის ინტერნეტის ხელმისაწვდომობის საკითხი.