მომდინარე წლის 20 მაისს კომუნიკიცაიების ომბუდსმენი გვანცა ჩხეიძე, აბაშის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და მუნიციპალიტეტის სკოლების: ტყვირის საჯარო სკოლის; გეზათის საჯარო სკოლის; აბაშის N 2 საჯარო სკოლის; სოფელ ზანათის საჯარო სკოლის; აბაშის N 1საჯარო სკოლის; საგვაზავოს საჯარო სკოლის; კვათანის საჯარო სკოლის; სუჯუნის სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა.
კომუნიკაციების ომბუდსმენმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.