მომდინარე წლის 3 მაისს, მომხმარებელთა ინტერესებისსაზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენელმა ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა.
სოფიო ჯაფარიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგენა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ.
მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.