2022 წლის 8 აპრილს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადებრივმა დამცველმა, გვანცა ჩხეიძემ, საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა გამართა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან.
კომუნიკაციების ომბუდსმენმა, შეხვედრის მონაწილეებს წარუდგენა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.