კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ, 2021 წლის 26 ნოემბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებთან და დაინტერესებულ პირებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
შეხვედრა: “იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში”, გაცნობითი ხასიათს ატარებდა და მიზნად ისახავდა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას სატელეკომუნიკაციო სფეროში.
გვანცა ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.