2021 წლის 24 ნოემბერს გვანცა ჩხეიძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შეხვდა.
შეხვედრა: “იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში”, გაცნობითი ხასიათს ატარებდა და მიზნად ისახავდა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას სატელეკომუნიკაციო სფეროში.
გვანცა ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.