Select Page

მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს ონლაინ შეხვედრა გაიმართა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენლებს შორის.

შეხვედრა მიზნად ისახავდა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას სატელეკომუნიკაციო სფეროში .

გვანცა ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.