2021 წლის 27 ოქტომბერს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურსა“ და სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ და სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება მედიაციის პოპულარიზაციის მიზნით, ერთობლივი აქტივობები, კონფერენციები, მრგვალი მაგიდა, და ა.შ, ასევე, ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის საკითხებზე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, დაიგეგმება ერთობლივი ღონისძიებები.
შეხვედრაზე სამსახურის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ მათი სამსახურების საქმიანობის მთავრ მიზანს წარმოადგენს საზოგადოებისთვის დახმარების გაწევა, მათი ინტერესების დაცვა, სამართლებრივი უზრუნველყოფა და სადავო საკითხებზე შეთანხმების მიღწევა.