მიმდინარე წლის 19 თებერვალს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა ონლაინ შეხვედრა გამართა „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა“ გაერთიანებაში შემავალ სტუდენტებთან. შეხვედრას 200-ზე მეტი სტუდენტი ესწრებოდა. პრეზენტაციას „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ უძღვებოდა საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენელი: ელენე მიროტაძე.
შეხვედრამ, რომლის მიზანია სამსახურის საქმიანობის შესახებ საზოგადოების, კერძოდ, სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება, სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია. პრეზენტატორმა ამომწურავად გააცნო შეხვედრის მონაწილეებს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე, დარგში შემავალი სხვა საკითხები.
სამსახური აგრძელებს კამპანიას – „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“, რომლის ფარგლებში არაერთი საინტერესო ღონისძიება იგეგმება.