Select Page

2021 წლის 9-11 თებერვალს კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ ონლაინ შეხვედრა: “იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში” გამართა თელავისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან. შეხვედრები მიზნად ისახავდა საზოგადოების, კერძოდ, სატელეკომუნიკაციო დარგის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას. კომუნიკაციების ომბუდსმენმა, შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.