საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში ბოლო პერიოდში დაფიქსირდა მომხმარებელთა მზარდი მიმართვიანობა სს “სილქნეტის” მიმართ არასწორად დარიცხული საფასურის საკითხთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, გვანცა ჩხეიძემ კომპანიას რეკომენდაციით მიმართა, რომლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
“მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში ბოლო პერიოდში ფიქსირდება თქვენი კომპანიის მომხმარებელთა მზარდი მომართვიანობა ,არასწორად დარიცხული საფასურის საკითხთან დაკავშირებით.კომპანიიდან მიღებული წერილობითი ინფორმაციით, სამსახურისთვის ცნობილია რომ სს „სილქნეტის“ მიერ ახალი საბილინგე სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, მომსახურების მიწოდების პროცესში, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გარკვეულ ხარვეზებს. მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა მიზნიდან გამომდინარე, მოგმართავთ რეკომენდაციით, უზრუნველყოთ მომხმარებელთან ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“რეგლამენტით დადგენილი წესების დაცვა. ასევე, გთხოვთ, სადაო ანგარიშთან დაკავშირებით, მოახდინოთ არასწორად დარიცხული საფასურის კორექტირება და კორექტირების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხორციელებამდე არ მოახდინოთ მომსახურების შეზღუდვა.”