Select Page

აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა კოლექტიური საჩივრით მიმართეს კომუნიკაციების მომხმარებელთა ომბუდსმენს. საჩივრის ავტორები ითხოვდნენ გაზგაყვანილობის მილებსა და ხის ტოტებზე მიმაგრებული სს „სილქნეტის“ სატელეფონო სადენების გადატანას, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მავთულების ჩამოვარდნას.

საზოგადოებრივი დამცველის მიმართვის საფუძველზე კომპანია „სილქნეტმა“ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და ტექნიკური ჯგუფის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად ზემოაღნიშნული პრობლემა დროულად მოგვარდა.

საზოგადოებრივი დამცველი დადებითად აფასებს კომპანია „სილქნეტის“ მხრიდან მომხმარებელთა საჩივარზე დროულ და ეფექტიან რეაგირებას.