„გაიცანი ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი”
ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი თამთა ტეფნაძე, განაგრძობს შეხვედრებს სტუდენტებთან.
საზოგადოებრივი დამცველის თამთა ტეფნაძის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტებთან.
„გაიცანი ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი” – საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ 2017 წლის სამოქმედო გეგმით დაგეგმილი აქტივობაა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია საქართველოს უმაღლეს სასწავლებში სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრების გამართვა.
შეხვედრის მიზანია, დამსწრე საზოგადოებისთვის ცნობიერების ამაღლება სატელეკომუნიკაციო დარგში მომხმარებელთა უფლებებზე, მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების ვალდებულებებზე და საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე.