2026 წლის 13 მაისს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური თელავის მუნიციპალიტეტში შემავალი 22 ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა თელავის მერიის წარმომადგენლები, მერის პირველი მოადგილე ბატონი გიორგი ყარაულაშვილი და ენერგოომბუდსმენის თანაშემწე ქალბატონი სოფო აივაზაშვილი.
კომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ, შეხვედრაში მონაწილე პირებს, გააცნო სამსახურის საქმიანობა, არსებული მიღწევები და გამოწვევები.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სატელეკომუნიკაციო სფეროს მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე და ამ მიზნით სამსახურის პროექტების – „იცნობდე შენ უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ და „მოგზაური ოფისის“ დანიშნულებაზე.
ასევე, გაზიარებულ იქნა ინფორმაცია დარგში არსებული მომხმარებელთა უფლებების, კომპანიების ვალდებულებებს, საჩივრის/განცხადების განხილვის წესებისა და ვადების შესახებ.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც გაიმართა კითხვა-პასუხის სესია, სადაც მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს კონკრეტულ საკითხებზე, თანამშრომლების მხრიდან გაჟღერდა, მათი საქმიანობის ფარგლებში, სატელეკომუნიკაციო სერვისებთან მიმართებაში გამოვლენილი მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები.
ყურადღება გამახვილდა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების კუთხით სამომავლოდ განსახორციელებელი ერთობლივი აქტივობების თაობაზე.









