Select Page

2026 წლის 7 მაისს კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურმა საინფორმაციო შეხვედრები გამართა თბილისის 28-ე და 58-ე საჯარო სკოლებში.

სამსახურის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს სამსახურის ფუნქციები და მისი როლი ტელეკომუნიკაციების სფეროში. შეხვედრის მიზანი იყო მომავალი თაობის ცნობიერების ამაღლება, მათთვის პრაქტიკული ცოდნის გადაცემა და იფორმირებული მოქალაქეობის მნიშვნელობის გამოკვეთა.