Select Page

მიმდინარე წლის 5 მაისს კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ, საინფორმაციო შეხვედრა გამართა “სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო”-ს თანამშრომლებთან.

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების, კომპანიების ვალდებულებების, საჩივრის/განცხადების განხილვის წესების და ვადების, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხების შესახებ, ასევე გაეცნენ სამსახურის საქმიანობას.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში გაგრძელდა, გაიმართა კითხვა-პასუხის სესია, სადაც მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს კონკრეტულ საკითხებზე.