Select Page

2026 წლის 24 მარტს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ შპს „მაგთიკომი“-ს მიმართ მორიგი  რეკომენდაცია Nგ-26-9/1765 გაიცა.

სამსახურში კვლავ ფიქსირდება მომხმარებელთა გაზრდილი მომართვიანობა, შპს „მაგთიკომის“ მხრიდან  სატელეკომუნიკაციო მომსახურების აღდგენის ვადების გაჭიანურების თაობაზე.

2026 წლის 5 მარტიდან – 20 მარტის ჩათვლით, ინტერნეტით მომსახურების დაზიანებებთან მიმართებაში, შპს „მაგთიკომის“ მიმართ შემოსულია 205 წერილობითი განცხადება/საჩივარი. ამ ეტაპისთვის კომპანიის მიერ დაკმაყოფილებულია მხოლოდ 109 მომხმარებელი, 96 მომხმარებელი კი ელოდება კომპანიის შესაბამის რეაგირებას.

გაცემული რეკომენდაციით, კომპანიას კვლავ მიეცა მითითება, მომხმარებლების საჩივრებთან დაკავშირებით მოახდინოს სათანადო და მყისიერი რეაგირება, გამოიყენოს ყველა შესაძლო ღონისძიება, ინდივიდუალური შეტყობინებით უზრუნველყოს მომხმარებლების ინფორმირება მომსახურების აღდგენის ვადებთან დაკავშირებით და უზრუნველყოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით დადგენილი წესების  ზედმიწევნით დაცვა.